არქივი16 იანვარი 2025, 13:40
ფულადი გზავნილების სისტემების სტატისტიკა 2024 წელს

2024 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადების სახით 3.4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, რაც 2023 წელთან შედარებით 785 მილიონი დოლარით, ანუ 19%-ით ნაკლები იყო. შეიცვალა იმ სისტემების რეიტინგი, რომლითაც გასულ წელს ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს. 2024-ში გზავნილებში პირველი ადგილი ევროპულმა სისტემა RIA-მ დაიკავა, რომელმაც ამ მხრივ რუსულ Zolotaya Korona-ს გადაუსწრო, რაც თავის მხრივ რუსეთიდან ფულადი გზავნილების 65%-იანი კლებით იყო განპირობებული.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.