ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს პირი, რომელიც მე-10 სკოლასთან სახიფათო მანევრს ასრულებდა

პოლიციამ დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომელიც გუშინ, 29 ოქტომბერს თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ავტომობილით სახიფათო მანევრს ასრულებდა და საფრთხეს უქმნიდა დემონსტრანტებსა და პოლიციას. ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის მოკვლევა მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: საგზაო წესების დარღვევისა (125) და ავტომობილის გაჩერების შესახებ პოლიციის მოთხოვნის შეუსრულებლობის (123) მუხლით.
გუშინ, 29 ოქტომბერს მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა საავტომობილო მოძრაობა კიდევ ერთხელ გადაკეტეს. ისინი მოითხოვენ სკოლის მშენებლობის დასრულებას, მანამდე კი სწავლისთვის ხელსაყრელი ადგილის გამოყოფას.
გზის გადაკეტვის შემდეგ დადიანის ქუჩაზე გამოჩნდა მუქი ფერის ავტომობილი, რომელმაც დემონსტრანტების სიახლოვეს სახიფათო მანევრების გაკეთება დაიწყო. ავტომობილი დაეჯახა პარკირების ადგილზე მდგარ სხვა ავტომობილსაც.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ აუცილებელია „ბავშვებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში