ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფრონტზე დაიღუპა უკრაინელი პოეტი მაქსიმ კრივცოვი

ფრონტზე დაიღუპა უკრაინელი პოეტი და აქტივისტი მაქსიმ კრივცოვი.
33 წლის კრივცოვის დაღუპვის დეტალები უცნობია, ინფორმაციას მისი დედა და თანამებრძოლები ადასტურებენ.
კრივცოვი ევრომაიდნის პროტესტების აქტიური მონაწილე იყო, 2014-2015 წლებში იბრძოდა დონბასში, მოგვიანებით გახდა უკრაინის ეროვნული გვარდიის, სწრაფი რეაგირების ბატალიონის მეტყვიამფრქვევე. 2019 წელს დაასრულა სამხედრო სამსახური, მაგრამ 2022 წლის თებერვალში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ დაბრუნდა ფრონტზე, საიდანაც რეგულარულად გზავნიდა ვიდეოებს, რომლებშიც საკუთარ და სხვის ლექსებს კითხულობდა.
2023 წელს გამოუშვა ლექსების კრებული Вірші з бійниці, რომელიც უკრაინაში წლის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.