ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფრიდრიხ მერცი - ჩვენ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე, ეს ომი უნდა დასრულდეს

ფრიდრიხ მერცი - ჩვენ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე, ეს ომი უნდა დასრულდეს

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი კანადაში, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
„შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერას. ჩვენ ვხედავთ რუსეთის მასშტაბური დარტყმების საშინელ სურათებს და სოლიდარობას ვუცხადებთ თქვენს ხალხს”, - წერს მერცი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, გერმანია რუსეთზე ზეწოლას გაზრდის.
„ჩვენ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე. ეს ომი უნდა დასრულდეს“, - წერს მერცი სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.