ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფრიდრიხ მერცი - შემდეგი ნაბიჯები უფრო რთული იქნება - ჩვენ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, შემდგომი მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა

ფრიდრიხ მერცი - შემდეგი ნაბიჯები უფრო რთული იქნება - ჩვენ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, შემდგომი მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ საჭიროა რუსეთზე ზეწოლა და შემდგომი მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა.
თეთრ სახლში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მერცმა X-ზე დაწერა, რომ შემდგომი ნაბიჯები უფრო რთული იქნება.
"დღეს ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კარგი შეხვედრა გვქონდა, თუმცა შემდეგი ნაბიჯები უფრო რთული იქნება.
ჩვენ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ. შემდგომი მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა" ,- დაწერა მერცმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.