ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის TAURUS -ების მიწოდებაზე – ყოველთვის ვამბობდი, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებით

გერმანიის მომავალი კანცლერი, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის TAURUS ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას. მისი თქმით, ეს მიწოდება გერმანიის ევროპელ პარტნიორებთან უნდა იყოს კოორდინირებული.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებით“, – ციტირებს მედია მერცს.
მისი თქმით, ცალკეული ქვეყნები, მათ შორის ევროპული ქვეყნები, უკვე ამარაგებენ კიევს ფრთოსანი რაკეტებით.
„ამას აკეთებენ ბრიტანელები, ფრანგები, ამერიკელები“, – განაცხადა მერცმა და დასძინა, რომ მიწოდებაზე შეთანხმება უნდა მოხდეს და თუ ეს მოხდება, „გერმანიამ მათში მონაწილეობა უნდა მიიღოს“.
მისი თქმით, უკრაინის არმიას თავდაცვიდან გამოსვლა სჭირდება.
„სამი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ რეაგირება შეეძლოთ, მაგრამ დროა, მათ შეძლონ იმის ნაწილობრივ განსაზღვრა, თუ რა ხდება“, – აღნიშნა მერცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს