ფრიდრიხ მერცი – უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი გვაქვს

უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი გვაქვს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გუშინ და დღეს ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ საერთო პოზიციაზე შეთანხმების მხრივ. კონფიდენციალურ საუბრებში დეტალურად აღვნიშნეთ ჩვენი პოზიციები და ერთმანეთის აზრს მოვუსმინეთ. ვიმედოვნებ, რომ შემდგომ პროგრესს დღეს საღამოს მივაღწევთ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
მისი თქმით, ტერიტორიების შესახებ შეთანხმება კვლავ მთავარ საკითხად რჩება.
„ოთხი წლის განმავლობაში თავის ტერიტორიას უკრაინელი ხალხი იცავს და ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მათ შეუძლიათ. ტერიტორიული დათმობების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინას შეუძლია“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მერცის თქმით, „აშშ-ის მიერ შეთავაზებული სამართლებრივი და მატერიალური გარანტიები ნამდვილად მნიშვნელოვანია“.
„ეს ნამდვილი პროგრესია, რომელსაც მივესალმები“, – განაცხადა მერცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: ეს „სავაჭრო აქტი“ იყო ცალსახა ქვეყნის ღალატი, რუსეთის ინტერესების მსახურება კი არა, პირდაპირ რუსეთის მორიგი დავალების შესრულება, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის გათელვის ხარჯზე

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა – ეს კარგი შედეგია, ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია