ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფრიდრიხ მერცი - პუტინი გერმანიის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს

ფრიდრიხ მერცი - პუტინი გერმანიის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.
კითხვაზე, აწარმოებს თუ არა პუტინი ომს გერმანიასთან, მერცმა უპასუხა: „ის ჩვენს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს“.
„ის ჩვენს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს. უკრაინის წინააღმდეგ -სამხედრო ომს და ეს ომი ყველა ჩვენგანის წინააღმდეგაა მიმართული“, - განაცხადა მერცმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ პუტინის მიზანი ევროპის პოლიტიკური წესრიგის შერყევაა და რომ უკრაინის მხარდაჭერა გერმანიის ინტერესებშია ღია, ლიბერალური საზოგადოებების დასაცავად.
გერმანიის კანცლერმა ევროპაში დრონებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ინციდენტები რუსეთის მხრიდან დაშინების მცდელობებს დაუკავშირა და განაცხადა: „არ დავშინდებით და ეფექტურად დავიცავთ თავს“.
მისი თქმით, პუტინთან პირდაპირ საუბარს განიხილავს, მაგრამ „ამ ეტაპზე მასთან საუბრის ყველა მცდელობა უკრაინაზე კიდევ უფრო მკაცრი თავდასხმებით მთავრდება“.
გერმანიის კანცლერის თქმით, გასულ კვირას კოპენჰაგენში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე, ცხარე კამათი ჰქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან მას შემდეგ, რაც ორბანმა გერმანია მოლაპარაკებების თავიდან აცილებაში დაადანაშაულა.
მერცის განცხადებით, მან ორბანს შეახსენა, რომ პუტინმა შარშან კიევსა და მოსკოვში მის ვიზიტებს კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით უპასუხა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.