ფრიდრიხ მერცი - გერმანია მზად არის ნატო-ს ტერიტორია ნებისმიერი აგრესიისგან დაიცვას

გერმანია მზად არის ნატო-ს ტერიტორია ნებისმიერი აგრესიისგან დაიცვას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გერმანიის კანცლერი ვილნიუსში ჩავიდა, სადაც დღეს ლიეტუვაში გერმანიის 45-ე ჯავშანსატანკო ბრიგადის განთავსების აღსანიშნავად ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
„რუსეთის აგრესიული რევიზიონიზმის ფონზე, ბალტიისპირეთში ვითარება დაძაბულია, რაც ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ევროპამ ევროპისთვის უფრო მეტი იარაღი უნდა აწარმოოს“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
მისი თქმით, ლიეტუვას შეუძლია გერმანიის იმედი ჰქონდეს.
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ფრიდრიხ მერცს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გერმანიის ჯავშანსატანკო ბრიგადის განლაგება გერმანიის მზადყოფნას ადასტურებს, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგი დაიცვას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.