ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია ისრაელში იარაღის ექსპორტს შეაჩერებს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია ისრაელში იარაღის ექსპორტს შეაჩერებს.
მერცის თქმით, ისრაელის სამხედრო გეგმა ქალაქ ღაზის გაკონტროლების შესახებ ბუნდოვანია და უამრავი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს.
„გერმანია შეაჩერებს ისრაელში იარაღის ექსპორტს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ღაზის სექტორში. გერმანიის მთავრობა არ გასცემს ავტორიზაციას სამხედრო აღჭურვილობის რაიმე ექსპორტზე, რომელიც შეიძლება სექტორში გამოიყენონ“, – აღნიშნა კანცლერმა.
როგორც BBC წერს, წლების მანძილზე ისრაელისთვის გერმანია იარაღის ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელი იყო.
ცნობისთვის, დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ღაზაზე სრულ კონტროლს დაამყარებს. მისივე თქმით, გეგმა გულისხმობს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ქალაქიდან და იქ სახმელეთო შეტევის დაწყებას.
ისრაელის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მას სურს ტერიტორიის გადაცემა არაბული ძალებისთვის, რომლებიც მას მომავალში მართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება, ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით…

ირაკლი კირცხალია – მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს სწორედ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს – პრემიერი ხაზს უსვამს მის ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს