ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
„უოტფორდი“, რომელიც სამიოდ დღის წინ გასვლაზე „ქუინზ პარკთან“ 1:2 დამარცხდა, დღესაც ლონდონურ გუნდს შეხვდა - ჩემპიონშიფის ორმოცდამეერთე ტურში, საკუთარ მოედანზე „ჩარლტონთან“ ქულები გაიყო (1:1).
მასპინძელთა რიგებში საბა გოგლიჩიძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს.
კომპენსირებულ დროში სტუმართა გუნდის მცველმა კონორ კოადიმ მძიმე ტრავმა მიიღო, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს და მატჩი 105-ე წუთზე დასრულდა.
„უოტფორდი“ 57 ქულით მეათე ადგილზეა, ამ მომენტისთვის პლეი-ოფის ზონას 7 ქულა აშორებს და 11 აპრილს „ოქსფორდს“ ესტუმრება.
უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ჩარლტონი 1:1
გოლები: 0:1 გოდენი (62), 1:1 ირანკუნდა (75)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.