ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფრაქცია ქართული ოცნება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეებს უჩივის

ფრაქცია ქართული ოცნება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეებს უჩივის

ფრაქცია ქართული ოცნება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივის.
ოცნების წევრის, ირაკლი კირცხალიას თქმით, საჩივრის მიზანია "მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება".
"ფრაქცია ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ჩვენი ფრაქციის წევრთა წინააღმდეგ გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის პასუხად ვიწყებთ სამართლებრივ დავას და შემდგომი რეაგირებისთვის საჩივრით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს...
ეს საჩივარი, რომელიც დღეს შევა შსს-ში, ეხება სოციალურ ქსელში, საჯარო სივრცეში გამოქვეყნებულ იმ უბინძურეს გამონათქვამებს და შეურაცხყოფას, რომელიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. ჩვენ არ ვასახელებთ [მათ ვინაობას], საჩივარშია გაწერილი თითოეული ადრესატი და როგორც კი მიუვათ უწყებები, დამერწმუნეთ, თვითონ გამოგეხმაურებიან", - თქვა მან.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.