ფრაქციამ „საქართველოსთვის“ BBC-ის რეპორტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, პარლამენტში დადგენილების პროექტი შეიტანა

ფრაქციამ „საქართველოსთვის“ BBC-ის რეპორტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, პარლამენტში დადგენილების პროექტი შეიტანა.
როგორც დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, „სახეზე გვაქვს დანაშაული, რომელიც ნაწილობრივ აღიარა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, როდესაც მან თქვა, რომ მოხდა წყალში გარკვეული ქიმიური ნივთიერების შერევა“.
შარაშიძის თქმით, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე უნდა გამოიკითხონ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური.
„ჩვენ არ ვიცით, რა ქიმიურ ნივთიერებაზეა საუბარი, თუმცა ფაქტი, რომ წყალში მოხდა სხვა ნივთიერების შერევა, არის დანაშაული. ეს არის სახეზე. „ოცნების“ ყველა ის დეპუტატი, რომელიც არ დაეთანხმება ჩვენს ინიციატივას კომისიის შექმნის შესახებ, იზიარებს პასუხისმგებლობას მომხდარ შესაძლო დანაშაულზე, რომელიც დიდი ალბათობით, დრო მოვა და დადასტურდება, რომ არის დანაშაული, რადგან არის გამოყენებული კანონით აკრძალული ქიმიური ნივთიერება. „ოცნების“ ყველა დეპუტატს ვაფრთხილებ, რომ ამ ინიციატივის დაბლოკვით, ისინი გაიზიარებენ პასუხისმგებლობას იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა,“ – განაცხადა შარაშიძემ.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, დეპუტატმა განაცხადა, რომ გასული წლის აქციებისა და 20 ივნისის მოვლენების ერთმანეთთან შედარება კატეგორიულად მიუღებელია.
„დადასტურებულია, რომ რეზინის ტყვიების ბრძანება გახარიას არ გაუცია. 20 ივნისის შედარება 2024 წლის მშვიდობიან დემონსტრაციებთან არის აბსოლუტურად დაუშვებელი. 20 ივნისი იყო შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, ხოლო 2024 წელს იყო მშვიდობიანი დემონსტრაციები. ამ ორი მოვლენის ერთმანეთთან შედარება კატეგორიულად მიუღებელია,“ – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია