ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფრანგმა დეპუტატმა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს მიმართა, განიხილოს ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის ჩამორთმევის საკითხი

ფრანგმა დეპუტატმა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს მიმართა, განიხილოს ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის ჩამორთმევის საკითხი

ფრანგმა დეპუტატმა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს მიმართა, განიხილოს ბიძინა ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის ჩამორთმევის საკითხი - ინფორმაციას ასოციაცია "Géorgie vue de France" ავრცელებს:
"ჩვენთან შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პარლამენტის წევრმა დეპუტატმა, ქალბატონმა კონსტანს ლე გრიმ მიმართა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს და შეშფოთება გამოხატა ბიძინა ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის მინიჭებასთან დაკავშირებით.
ოლიგარქ ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბრალი ედება ავტორიტარული რეჟიმის მხარდაჭერასა და რუსეთთან პრორუსული კავშირების დამყარებაში.
ფრანგმა დეპუტატმა მთავრობისგან მოითხოვა, განიხილოს ამ ორდენის ივანიშვილისთვის ჩამორთმევის საკითხი და გაითვალისწინოს, რომ ღირსებასთან შეუსაბამო ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს ამა თუ იმ საპატიო წოდების დაკარგვა.
ასოციაცია "Géorgie vue de France"-ის წევრები მადლობას ვუხდით დეპუტატ კონსტანს ლე გრის მისი მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების მიმართ." - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.