პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფრანგები მიიწვიეს ექსტრემალურ კლიმატში ცხოვრების გასაცნობად

ფრანგები მიიწვიეს ექსტრემალურ კლიმატში ცხოვრების გასაცნობად

ფრანგები ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში ცხოვრების პირობები გააცნეს. ამისთვის პარიზში მხოვრები ადამიანები სპეც.ოთახში შეუშვეს, სადაც შექმნილია ექსტრემალურ კლიმატთან მიახლოებული პირობები. ოთახში ტემპერატურა პლუს 50 გრადუსია. აქვეა სარბენი ბილიკი, წიგნები და ფინჯანი ჩაის დასალევად სპეც.ზონა.
ექსპერიმენტში მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ბილიკზე 3,5 კმ/სთ სიჩქარით სიარულის შემდეგ თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს ირბინეს 6 - 7 კმ.სთ სიჩქარით. ოცი წუთის შემდეგ კითხვაც გაუჭირდათ.
ინიციატივის ავტორი ფრანგი მკვლევარი კრისტიან კლოსია. მისი თქმით, კლიმატის დათბობის ამჟამინდელი ტემპით, საფრანგეთში 50 გრადუსიანი სიცხე შეიძლება ნორმად იქცეს 2050 წლის შემდეგ.
"კლიმატის ოთახის" მიზანია ხალხის წახალისება გლობალური დათბობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.