ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფოჩხუა: ქვეყნის ანტი-სახელმწიფოებრივი ენჯო სექტორი ბოლო თვეებს ითვლის

ქვეყნის ანტი-სახელმწიფოებრივი ენჯო სექტორი ბოლო თვეებს ითვლის
დარწმუნებული ვარ ქვეყნის ანტი-სახელმწიფოებრივი ენჯო სექტორი ბოლო თვეებს ითვლის. ისეთი გაშიშვლებულები არიან, სულ რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეები აკეთონ, მათი არავის სჯერა- წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, როგორ შეიძლება დაუჯერო ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურს, ნინო დოლიძეს და ა.შ. როცა დესტრუქციის და სიცრუის მეტი მათგან არაფერი მოდის.
მისივე თქმით, ეს ადამიანები მონურ მორჩილებაში არიან გარე მტრებთან და მილიონობით დაფინანსებას იღებენ საკუთარი სამშობლოს დისკრედიტაციაში.
„დარწმუნებული ვარ ქვეყნის ანტი-სახელმწიფოებრივი ენჯო სექტორი ბოლო თვეებს ითვლის. ისეთი გაშიშვლებულები არიან, სულ რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეები აკეთონ, მათი არავის სჯერა. როგორ შეიძლება დაუჯერო ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურს, ნინო დოლიძეს და ა.შ. როცა დესტრუქციის და სიცრუის მეტი მათგან არაფერი მოდის. მათი მუშაობა და ფინანსები ბუნდოვანებით არის მოცული, ეს ადამიანები არ ემსახურებიან თავის ქვეყანას და ხალხს, ეს ადამიანები მონურ მორჩილებაში არიან ჩვენს გარე მტრებთან და მილიონობით დაფინანსებას იღებენ საკუთარი სამშობლოს დისკრედიტაციაში. ისევე როგორც ISFED-ი გაშიფრა ხელისუფლებამ სიცრუეში და არ აარევინა ქვეყანა, ასე იქნება ახლაც, გიგაურების და ლომჯარიების ასარევი სამშობლო ჩვენ არ გვაქვს!“-წერს ნინო ფოჩხუა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.