ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ფოტორობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს, ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა" | 12 წლის ანას დედა

"ფოტო რობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს, ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა", - წერს სოციალურ ქსელში დიდ დიღომში საეჭვო ვითარებაში დაღუპული 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა. როგორც ნატო ხუტაშვილი წერს, ინფორმაციის მომწოდებელი 10 000 დოლარით დაჯილდოვდება.
"გთხოვთ გააზიაროთ! ამ ფოტო რობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა.გთხოვთ კარგად დააკვირდეთ, ინფორმაციის მომწოდებელი დაჯილდოვდება 10 000 $. ანონიმურობა გარანტირებულია" - წერს ნატო ხუტაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ანა იანუშაიტიტე 16 მარტს ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე 12 წლის გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე ის არაერთმა მეზობელმა ნახა. მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს დაახლოებით 2 საათზე გოგონა დაღუპული იპოვეს.
დღეს ცნობილი გახდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 12 წლის ანა სხეულზე 39 დაზიანება აქვს, აღენიშნება სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები.
ოჯახი და ადვოკატები სიმართლის დასადგენად და დამნაშავის გამოსავლენად ახლა კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას და საქმეში საერთაშორისო და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას მოითხოვენ.
ამავე თემაზე:
· 12 წლის ანა მოკლულია - ექსპერტიზის დასკვნით, გოგონას სხეულზე 40-მდე დაზიანება მიაყენეს

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.