ფორუმებზე პირად ურთიერთობებში ლიდერები არიან ძალიან პოზიტიურად განწყობილი, ეს მოხდა ბოლო შემთხვევაშიც და ეს განწყობა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული იყო, მთავარია, ეს განწყობები გადაიზარდოს რეალურად პოლიტიკური კუთხით ურთიერთობების გადატვირთვაში

ფორუმებზე პირად ურთიერთობებში ლიდერები არიან ძალიან პოზიტიურად განწყობილი, ეს მოხდა ბოლო შემთხვევაშიც და ეს განწყობა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული იყო, მთავარია, ეს განწყობები გადაიზარდოს რეალურად პოლიტიკური კუთხით ურთიერთობების გადატვირთვაში
ფორუმებზე ძირითადად პირად ურთიერთობებში ლიდერები არიან ძალიან პოზიტიურად განწყობილი და ასეთ განწყობას აფიქსირებენ ურთიერთობებში, საუბრებში, ეს მოხდა ბოლო შემთხვევაშიც და თან ეს განწყობა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია, რომ განწყობები გადაიზარდოს რეალურად პოლიტიკური კუთხით ურთიერთობების გადატვირთვაში.
„ერთი-ორი გამონაკლისი არის ხოლმე ამ ფორუმებზე რასაც ჰქვია ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ფორუმი, მაგრამ ძირითადად პირად ურთიერთობებში ლიდერები არიან ძალიან პოზიტიურად განწყობილი და ასეთ განწყობას აფიქსირებენ ურთიერთობებში, საუბრებში. ეს მოხდა ბოლო შემთხვევაშიც და თან ეს განწყობა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული იყო, ეს იყო საერთო ფონი. მთავარია, რომ ეს განწყობები გადაიზარდოს რეალურად პოლიტიკური კუთხით ურთიერთობების გადატვირთვაში, ეს არის მთავარი. ვნახოთ, დავიტოვოთ იმედი. იმედია, გააცნობიერებენ, რომ სამი წელი არაფრის შანსი აღარ აქვთ და უნდა დაელაპარაკონ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, დემოკრატიულ ხელისუფლებას. ვნახოთ რა იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო