ფორმულა: საგამოძიებო უწყებები, შესაძლოა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრით, ალექსანდრე ჭიკაიძითაც დაინტერესდნენ

საგამოძიებო უწყებები, შესაძლოა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრით, ალექსანდრე ჭიკაიძითაც დაინტერესდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და აცხადებს: “ოცნების კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, შესაძლოა, ჭიკაიძესაც შეეხოს. ღარიბაშვილის კახური კლანის წევრს საგამოძიებო უწყებები განმარტებებს სავარაუდოდ ამ მიმართულებით მოსთხოვენ… წყაროს ცნობით, მას მინიმუმ დაკითხვებზე სიარული მოუწევს”. მათივე ცნობით, საქმე ეხება შს მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ ჭიკაიძის მიერ საკუთარ სახელზე გაფორმებულ თითქმის მილიონიან ქონებას, რომელთა შორისაა საცხოვრებელი სახლები და წილები სხვადასხვა კომპანიაში. ტელეკომპანია არ გამორიცხავს იმასაც, რომ ჭიკაიძემ ქვეყანა დატოვა, თუმცა მის ერთ-ერთ კომპანიაში “ფორმულას” ჟურნალისტს უთხრეს, რომ ის ოფისში პერიოდულად დადის ხოლმე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა აბაშიძე: მართლაც უცნაური და გაუგებარია, რომ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც აკაკიმ “განთიადი” უძღვნა, ქართველებმა მთაწმინდაზე აასვენეს და ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თბილისის მხოლოდ ერთ-ერთ პატარა ქუჩას მიაკუთვნეს!

ხატია დეკანოიძე – საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მახსენდება პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა, ხაბეიშვილი ნათელი მაგალითია, რამდენად ფარისევლურ თამაშებს თამაშობს „ქართული ოცნება“