არქივი13 აპრილი, 2025, 22:06
"ფორმულა": გომელაურის პოსტიდან წასვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია, მას მდინარაძე ჩაანაცვლებს

ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემა "დროების" ექსკლუზიური ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან წასვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია და მას ამ პოსტზე "ოცნების" პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლებს. ინფორმაციას "ფორმულა" შსს-ში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დროების" წყაროს ინფორმაციით, მოსალოდნელია ცვლილებები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზეც.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.