ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო

„ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, გურამ როგავა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ ის საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.
როგორც როგავა აღნიშნავს, ის უწყებაში 15:00 საათზეა დაბარებული.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემატყობინა, რომ დაზარალებულად მცნეს. დღეს, 3 საათზე ვარ დაბარებული უწყებაში, გავარკვევ, რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება და რა არის სიახლე. დეტალებს გაგაგებინებთ!“ - წერს გურამ როგავა.
ცნობისთვის, ჟურნალისტი გურამ როგავა 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ღონისძიების მიმდინარეობისას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.