ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფორმაში მყოფი "კვარა" აღდგენილ სამეულში - "მამარდას" ვუდმანი შეცვლის და მატჩი ქვედალიგელთან

ფორმაში მყოფი "კვარა" აღდგენილ სამეულში - "მამარდას" ვუდმანი შეცვლის და მატჩი ქვედალიგელთან

სამშაბათი ქართველების გუნდებით დახუნძლული დღეა. თუ ინგლისსა და ესპანეთში თასის მატჩებია, საფრანგეთში მორიგი ტურია.
ლიგა 1-ში კვლავ გალიდერებული პსჟ მე-10 ტურში "სტად დე მუსტუარს" (16 787) და "ლორიანს" ეწვევა - სამშაბათს, ჩვენი დროით 22:00 საათზე.
ლუის ენრიკეს გუნდმა ტრავმებისა თუ როტაციის გამო ცხრა ტურში 7 ქულა დაკარგა. პარიზელები ოპტიმალურ კონდიციებს აშკარად იბრუნებენ (ბოლო სამ მატჩში 13 შესანიშნავი გოლი) და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც, გასულ კვირაში გოლი და ორი საგოლე პასი რომ ჰქონდა.
"ლორიანს" მიმდინარე სეზონში 8 ქულა აქვს და აქედან 7 შინ მოიპოვა, ეს კი მათ იმედს აძლევს. ამ გუნდს 12 გოლი აქვს გატანილი, რაც ცოტა ნამდვილად არაა, მაგრამ 21 გაუშვეს, ეს კი ბევრია. რადგანაც "ლორიანმა" გასული სეზონი ლიგა 2-ში გაატარა, "კვარას' მათ წინააღმდეგ ჯერ არ უთამაშია.
რაც ვიცით, დუბლის შემდეგ ჰაკიმის დასვენების საშუალება მიეცემა. სავარაუდოდ, მის ადგილს ზაირ-ემერი დაიკავებს. ნევეში და რუიზი, მინიმუმ, განაცხადში დაბრუნდებიან. შეტევის სამეულად დუე-დემბელე-კვარაცხელია უნდა აღდგეს. შესაბამისად, ძირითადად, ქართველი მარცხნიდან იქნება. გასული სეზონის გადამწყვეტ და წარმატებულ დროს სწორედ ისინი თამაშობდნენ, შემდეგ კი სხვადასხვა მიზეზით, ეს არ მომხდარა.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, ბერალდო, მენდეში - ლი, ვიტინია, მაიულუ - დუე, დემბელე, კვარაცხელია.
"ლივერპული" EFL თასის მერვედფინალში "კრისტალ პალასს" სამშაბათს, 23:45 საათზე, "ენფილდზე" უმასპინძლებს.
მოგეხსენებათ, ამ თასის წინა ეტაპზე, “მამარდამ” “საუთჰემპტონთან” (2:1) მოგებულ მატჩში ითამაშა და ალისონის ტრავმა რომ არა, მის გამოჩენას ისევ EFL-ზე ველოდით. იმ ვითარებაში, როცა გიორგი დიდი ხანია თამაშობს, სამშაბათს სასტარტოში გუნდის მესამე მეკარეს, ფრედერიკ ვუდმანს ელიან.
“ლივერპულის” სავარაუდო შემადგენლობა: ვუდმანი – რემსი, გომესი, ვან დაიკი, რობერტსონი – ენდო, მაკ ალისტერი – კიეზა, სობოსლაი, ნგუმოჰა – ეკიტიკე.
ესპანეთის თასის, კოპა დელ რეის 1/64-ფინალში "ვილიარეალი" ქვედალიგელ "სიუდად დე ლუსენას" ეწვევა - სამშაბათს, 23:59 საათზე.
დიდი ალბათობით, მარსელინო შემადგენლობას მნიშვნელოვნად გადაახალისებს და ქართველ თავდამსხმელს დასვენების საშუალება მიეცემა. მითუმეტეს, ამ კვირაში კიდევ ერთი ტური და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაა.
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვარაცხელიას შედევრამდე სულ ცოტა დააკლდა - ქართველმა ჰაკიმის გაატანინა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
ხვიჩას საგოლე პასი, ჰაკიმის დუბლი - პსჟ-მ "ბრესტს" უპრობლემოდ მოუგო
"სიტისთან" მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
მიქაუტაძის აქტიურობას გოლი მოჰყვა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" სტუმრად დაამარცხა
ასე მესის აჯობა - ესპანური მედია "ვალენსიას" მეკარეს იცავს
სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
იქნება კვარაცხელია სასტარტოში? - Le Parisien-ი პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში?
დღეს: ქართველი მეკარე "ჩელსის" წინააღმდეგ, ფორვარდი - "რეალის" - "კვარა" არ იქნება

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.