ფონ დერ ლაიენი და სხვა მსოფლიო ლიდერები კიევში ჩავიდნენ
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის თავზე, კიევში ოთხი სახელმწიფოს ლიდერი ჩავიდა.
ახლა, უკრაინის დედაქალაქში არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბელგიის პრემიერი ალექსანდრ დე კრო, იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი და კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო.
„ისე, როგორც არასდროს, მტკიცედ ვდგავართ უკრაინასთან. ფინანსურად, ეკონომიკურად, სამხედროდ და მორალურ, სანამ უკრაინა თავისუფალი არ იქნება“, – წერს ფონ დერ ლაიენი X-ზე.
Kyiv Independent აღნიშნავს, რომ კიევიდან მელონი გაუძღვება ვიდეოკონფერენციას, რომელშიც მონაწილეობას „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.