არქივი7 აგვისტო, 2025, 22:55
ფოთში ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს ტრაილერი დაეჯახა - ის ადგილზე გარდაიცვალა

ფოთში, ნაბადის უბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს ტრაილერი იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.