ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფოთის საქალაქო სასამართლომ ხობის ერთ-ერთი უბნის შედეგების გაუქმების შესახებ 3 არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა

ფოთის საქალაქო სასამართლომ ხობის ერთ-ერთი უბნის შედეგების გაუქმების შესახებ 3 არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა

ფოთის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც სამ არასამთავრობო ორგანიზაციას ეკუთვნოდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ღია სივრცე კავკასია“ და „საქართველოს მომავლის აკადემია“ ხობის 66- ე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-3 უბნის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა. სხდომას მომჩივანი მხარეები არ დასწრებია.
ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობდა და საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში შეუძლიათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.