ფოთის მერი - ჩვენი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით სამუშაოებს ინტენსიურად ვაგრძელებთ
ფოთში, შავი ზღვის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა.
ფოთის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან გიორგი თოლორდავასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
„პროექტის ფარგლებში დაიგო 3 ფენა ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, მოეწყო რკინა ბეტონის სანიაღვრე არხები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
მიმდინარეობს ტროტუარების და ეზოს შესასვლელების რეაბილიტაცია. განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
ფოთის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.