ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფოთის მერი - ჩვენი მიზანია ფოთელი ახალგაზრდების ჩართვა ქალაქის ყველა მნიშვნელოვან პროცესში

ფოთის მერი - ჩვენი მიზანია ფოთელი ახალგაზრდების ჩართვა ქალაქის ყველა მნიშვნელოვან პროცესში

ქალაქ ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ხახუბიასთან ერთად 100%-იანი გრანტის მქონე ფოთელ კურსდამთავრებულებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფოთი მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ქალაქის ხელმძღვანელებმა სხვადასხვა პროექტები განიხილეს, რომლებიც მიმდინარეობს და დაგეგმილია ფოთში ახალგაზრდების ინტერესების ხელშესაწყობად.
„ახალგაზრდებთან ვისაუბრეთ მუნიციპალურ პროგრამებზე, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით მათ მხარდასაჭერად ვახორციელებთ. მათ შორის, ერთ-ერთი ახალი პროგრამაა ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტის მფლობელებისთვის 1000 ლარიანი ფულადი წახალისება.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები მომავალში ნიკო ნიკოლაძის სტიპენდიატებიც გახდებიან და ქალაქის ყველა მნიშვნელოვან პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან“, - განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.