ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა საპორტო ქალაქებში ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესების შესახებ ინიციატივა წარადგინა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხახუბიამ, პირველი მოსმენით წარადგინა საპორტო ქალაქებში ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ცვლილების შედეგად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს საპორტო ქალაქებში საშუალება ექნებათ დააწესონ ადგილობრივი მოსაკრებელი, რომელიც განისაზღვრება საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებულ ერთ კონტეინერზე არაუმეტეს 30 ლარის ოდენობით.
ინფორმაციის თანახმად, ფოთში ტვირთბრუნვის რიცხვი გაზრდილია და პორტის გაფართოებასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება. ინიციატივის მხარდაჭერა ქალაქის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ზრდაზე აისახება.
„ისტორიული გადაწყვეტილების დასაწყისი. ეს პროცესი აუცილებლად მივა ბოლომდე და შედეგად, ფოთში საკონტეინერო გადაზიდვების მატება პირდაპირ აისახება ქალაქის ბიუჯეტზე, შესაბამისად, ქალაქში არსებული გამოწვევების მოგვარებაზე.
მადლობა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას მხარდაჭერისთვის. მადლობა პარლამენტს და რა თქმა უნდა, ჩვენ ძლიერ ხმას პარლამენტში გიორგი ხახუბიას“, – განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ