არქივი25 მარტი, 2024, 06:09
ფლორენციაში, ბინის გაძარცვის მცდელობის ბრალდებით, 31 წლის ქართველი კაცი დააკავეს
ფლორენციაში, ნოვოლის რაიონში, ბინის გაძარცვის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ძარცვის მცდელობის დროს სახლში სიგნალიზაცია ჩაირთო. 31 წლის კაცი დაკავების დროს ჯერ კიდევ შენობის კიბეზე იმყოფებოდა. სახლში ნაპოვნია ვერცხლის ნივთებით სავსე ზურგჩანთა, რომელიც, სავარაუდოდ, მან დატოვა.
ფლორენციის სასამართლოს მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე ფლორენციის სოლიჩიანოს ციხეში გადაიყვანეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.