ფიცი გმირთა მემორიალთან – “ვფიცავთ, არასდროს შევეგუებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის რუსეთისთვის დათმობას ცდილობს”

“ვფიცავთ, არასდროს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის რუსეთისთვის დათმობას ცდილობს” – საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მემორიალთან ფიცი დადეს.

ფიცის ტექსტი მეროიალთან სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ წაიკითხა.

შეგახენებთ, რომ ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს ფიცი რეჟიმის ტყვემ, ზვიად ცეცხლაძემ წაიკითხა.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები, შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავთ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას! ვფიცავთ, რომ არასდროს შევეგებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს! ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს, სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს, ჩვენს ერთობას და ჩვენს რწმენას. ვფიცავ! ვფიცავ! ვფიცავ! გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს!

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს