ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფიქტიურად დაასაქმეს 111 ორსული ქალი, მიითვისეს 111 000 ლარის ფულადი დახმარება - საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს ცნობით, ორგანიზებული ჯგუფი 2020-2022 წლებში წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, გაურიგდა 111 ორსულ ქალს, ფიქტიურად დაასაქმა ისინი და მიითვისეს მათთვის დეკრეტული შვებულებით გათვალისწინებული ფულადი დახმარება, ჯამში 111 000 ლარის ოდენობის.
უწყების თქმით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი რაოდენობის თანხის დაუფლების მიზნით ბრალი წარედგინა ექვს პირს. აქედან 4 მეწარმე სუბიექტია, 2 - კომპანიის ბუღალტერი.
"ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით". - წერია საგამოძიებოს განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.