არქივი14 ივლისი 2025, 01:38
"ფიფას" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული "ჩელსი" გახდა

"ჩელსიმ" "პარი სენ-ჟერმენი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა და "ფიფას" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ფინალურ მატჩში ანგარიში ინგლისურმა კლუბმა პირველივე ტაიმში გახსნა. კოულ პალმერმა - 22-ე და 30-ე წუთზე დუბლი - შეასრულა და საკუთარი კლუბი 2- გოლიანი უპირატესობით გაიყვანა. პირველი ნახევრის 43-ე წუთზე, მესამე გოლი "ჩელსის" პედრუმ მოუტანა.
ფინალს ესწრებოდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. შეხვედრა ნიუ-ჯერსიში, ქალაქ ისტ რუზერფორდის „მეტლაიფ სტადიონზე“ ჩატარდა.
როგორც ცნობილია, ფიფა-ს ტურნირში 32 საფეხბურთო კლუბი იღებდა მონაწილეობას.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.