ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფინეთში Lukoil-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელი აშშ-ს სანქციების გამო იხურება - Reuters

ფინეთში Lukoil-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელი აშშ-ს სანქციების გამო იხურება - Reuters

ფინურმა ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა Teboil-მა, რომელსაც რუსული ნავთობის კომპანია Lukoil-ის მფლობელობაშია განაცხადა, რომ ის ფინეთში თავისი ყველა სადგურის დახურვისთვის ემზადება, რადგან საწვავის მარაგი აშშ-ს სანქციების ფონზე, რომლებიც მის სამეთვალყურეო კომპანიას დაუწესდა, იწურება.
Teboil Lukoil-ის პირველი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც აცხადებს, რომ სანქციების შედეგად იხურება.
Teboil-ს ფინეთში 430 ბენზინგასამართი სადგური აქვს, რაც 2024 წლის მონაცემებით, სკანდინავიური ქვეყნის 2 250 სადგურის დაახლოებით მეხუთედს წარმოადგენს.
„საწვავის მარაგების სრულად ამოწურვის შემდეგ, სადგურები ეტაპობრივად დაიხურება“, - ნათქვამია Teboil-ის განცხადებაში. კომპანიას დახურვის კონკრეტულ ვადებზე განმარტება არ გაუკეთებია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.