ფინეთმა უკრაინისთვის გამოაცხადა ახალი, 205 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების შესახებ
ფინეთი უკრაინას გამოუყოფს დახმარების ახალ პაკეტს, რომლის ღირებულებაც 190 მილიონი ევრო (205 მილიონი დოლარი) იქნება, - განაცხადა ჩრდილოეთ ევროპის ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ 9 თებერვალს.
ახალი პაკეტი რიგით 22-ე იქნება მას მერე, რაც რუსეთი პროვოცირების გარეშე შეიჭრა უკრაინაში და კიევისთვის თავდაცვის სფეროში გამოყოფილ დახმარებას საერთო ჯამში 1,8 მილიარდ ევროს (1,94 მილიარდი დოლარი) გაუტოლებს, - ამბობს სამინისტრო განცხადებაში.
სამინისტრო ასევე წერს, რომ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე საჯაროდ არ გამოცხადდება დახმარების პაკეტის ზუსტი შემადგენლობა და მისი გადაცემის მეთოდი თუ პირობები.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.