ფინეთმა რუსეთთან ერთის გარდა ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა
ფინეთმა რუსეთთან ერთის გარდა ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადეს. ცნობილია, რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტები 23 დეკემბრამდე არ იმუშავებს.
"ჩვენი მთავარი მიზანი ფინელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა", - განაცხადა ფინეთის პრემიერმა.
ცნობისთვის, ფინეთის მთავრობამ 18 ნოემბერს, შაბათს, ღამით, რუსეთთან საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადის გამო, ოთხი საგუშაგოს დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
იხილეთ ასევე:
· რუსული მიგრაციის საფრთხე | ფინეთის ბრძოლა უსაფრთხოებისთვის და საქართველოს უმოქმედო ხელისუფლება
· ფინეთის მიერ სასაზღვრო პუნქტების დახურვის შემდეგ, რუსული გადამზიდავები სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს იყენებენ | TASS
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.