ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფინეთი უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებას დაიწყებს

ფინეთი უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებას დაიწყებს, - ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა განაცხადა.
“ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ როგორ გაზრდის ფინეთი უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებას. ეს გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული”, - განაცხადა ანტი ჰაკანენმა.
ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როდის დაიწყება წარმოება, მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება მიღებული.
“გეგმა, საბრძოლო მასალის წარმოების საგრძნობლად გაზრდის შესახებ, მალე გამოცხადდება. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას იმაზე მეტად ვაპირებთ, ვიდრე ახლა. ამავდროულად, საბრძოლო მასალის წარმოებისთვის ფინეთისა და სკანდინავიის ქვეყნების მზადყოფნას კიდევ უფრო გავზრდით”, - აღნიშნა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.