პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფინეთი რუსეთთან ერთის გარდა, ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დახურავს

ფინეთი რუსეთთან თითქმის ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დახურავს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პიტერ ორლოს განცხადებით, ჩრდილოეთით მდებარე სასაზღვრო პუნქტის გარდა, ყველა დაიხურება.
„დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი სასაზღვრო პუნქტების დაკეტვის შესახებ. მხოლოდ რაია-იოზეპის საგუშაგო იფუნქციონირებს“, – აღნიშნა ორპომ.
სასაზღვრო გამშვები პუნქტები ხვალ საღამოდან 23 დეკემბერამდე იქნება დახურული. ჰელსინკის მონაცემებით, აგვისტოს დასაწყისიდან ფინეთში რუსეთის საზღვრის გავლით 700-მდე თავშესაფრის მაძიებელი, ძირითადად აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან შევიდა. ევროპელი ლიდერების განცხადებებით, რუსეთი გამიზნულად ცდილობს მიგრაციული კრიზისის შექმნას, მოსკოვში კი ამ ბრალდებებს უარყოფენ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.