არქივი30 მარტი, 2026, 13:50
ფინეთის საჰაერო სივრცეში ორი დრონი შეიჭრა და ჩამოვარდა
ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ორი დრონი შეიჭრა და ჩამოვარდა.
"ფინეთის ტერიტორიაზე დრონები შემოფრინდნენ. ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. უსაფრთხოების ორგანოებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა.
სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონები ჰელსინკიდან დაახლოებით 200 კილომეტრში, კუვოლას ქალაქთან ახლოს ჩამოვარდა. მათივე ცნობით, თავდაცვის ძალები ინციდენტს იძიებენ.
სახელმწიფო უწყებების ცნობით, დრონები, სავარაუდოდ, უკრაინული იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.