ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს

რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებით, აშშ-სა და ევროპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები „უაღრესად მნიშვნელოვანია“.
„ჩვენ ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩვენ რუსეთის იმპერიალისტური მიზნების შეცვლას ვერ ვახერხებთ, თუმცა მათი გათვლების შეცვლა უნდა შევძლოთ“, - აღნიშნა ელინა ვალტონენმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა. ასევე, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.