ფინეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინას უფლება აქვს, სამხედრო ოპერაცია გაატაროს კურსკის ოლქში

უკრაინას უფლება აქვს, თავი დაიცვას და, შესაბამისად, სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს რუსეთის კურსკის ოლქში, განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თავისი უკანონო აგრესია დაიწყო თითქმის სამი წლის წინ. ისინი ყოველდღე ესხმიან თავს უკრაინის მოსახლეობას, ქალაქებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ინფრასტრუქტურას და ამიტომ მიმაჩნია, რომ უკრაინას უფლება აქვს, დაიცვას თავი და ნათელია, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ოპერაცია გაატარონ კურსკში, თქვა ფინეთის პრემიერმა.
ჰელსინკიში დღეს იმყოფება ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი, რომელიც თავის პირველ საზღავრგარეთულ ვიზიტს ფინეთში ატარებს.
„ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს უკრაინას მის სხვადასხვა ოპერაციაში და მე პირადად ვუსურვებ მათ წარმატებებს,“ თქვა მიხალმა ორპოსთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს, უბნებში გვკლავენ, გვესვრიან, გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი? – „ქოცებო“ მართლა გჯერათ, რომ მე ვარ საშიში გარეთ და მკვლელები არა?!

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია