ფინეთის პრეზიდენტი – უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები აშშ-თან უნდა შევათანხმოთ – წასვლა არის და იმედია, გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები აშშ-თან უნდა შევათანხმოთ, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.
ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა იმედი გამოთქვა, რომ მალე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოკავშირეები გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„აღნიშნულ საკითხებზე ჩვენს თავდაცვის ძალების მეთაურებთან ვმუშაობთ, რომლებიც მსგავსი ოპერაციის შესაძლო გეგმებს ადგენენ. წასვლა არის და იმედია, გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ“, – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიმართ ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე: თუ ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ამ ჩაშვების სერიით, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება – რაც შეეხება თვითმკვლელობების ფაქტებს, ეს ადასტურებს, რომ „ნაცები“ და „ოცნება“ ერთმანეთზე უარესები არიან