ფინეთის პრეზიდენტი – საერთო ეროვნული პროტესტი ცხადყოფს ქართველების ძლიერ სურვილს, გააგრძელონ ევროპული გზა, მათი პროტესტი არ უნდა ჩაახშონ

სასწრაფო დისკუსია მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან საქართველოში არსებულ ვითარებაზე, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრე სტუბი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, საერთო ეროვნული პროტესტი ცხადყოფს ქართველების ძლიერ სურვილს გააგრძელონ ევროპული გზა და მათი პროტესტი არ უნდა ჩაახშონ.
„პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გაყინავს ქვეყნის ევროკავშირის გზას. ეს არის რადიკალური ცვლილება წინა პოლიტიკისგან, რომელიც ეფუძნებოდა ქვეყნის კონსტიტუციას. საერთო ეროვნული პროტესტი ცხადყოფს ქართველების ძლიერ სურვილს გააგრძელონ ევროპული გზა. მათი პროტესტი არ უნდა ჩაახშონ“, – წერს ფინეთის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!