ფინეთის ახალი პრეზიდენტი – უმჯობესია ამ ეტაპზე სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ნატო-ში წევრობის მშენებლობაზე მოვახდინოთ ფოკუსირება

ფინეთმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, – ამის შესახებ ფინეთის ახალმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა განაცხადა.
ის გამოეხმაურა -ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას ნატო-სთან დაკავშირებით.
-ის საარჩევნო კამპანიები ფინეთის არჩევნებისგან ძალიან განსხვავდება და გამოყენებული რიტორიკა საკმაოდ ძლიერია. ვფიქრობ, უმჯობესია ამ ეტაპზე სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ნატო-ში ჩვენი წევრობის მშენებლობაზე მოვახდინოთ ფოკუსირება“, – განაცხადა ალექსანდრე სტუბმა.
სტუბმა აღნიშნა, რომ ფინეთი თავდაცვაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ შეთანხმებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს ხარჯავს.
ფინეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე სტუბმა გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და ფინეთის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 1-ელ მარტს დაიკავებს.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა შესაძლოა ნატო-ს მოკავშირეები, რომლებიც თავდაცვაზე საკმარისს არ ხარჯავენ, რუსეთის პოტენციური შეჭრისგან არ დაიცვას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას