ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფინანსური პრობლემა სულ უფრო მეტ კომპანიას უჩნდება - BAG ინდექსი

ფინანსური პრობლემა სულ უფრო მეტ კომპანიას უჩნდება - BAG ინდექსი

I კვარტალში გამოკითხული კომპანიებიდან დაფინანსების მოპოვების მსურველი ბიზნესების 32% აცხადებს, რომ ფინანსებზე წვდომა პრობლემას პრობლემას წარმოადგენს. ამის შესახებ BAG ინდექსშია ნათქვამი.
გამოკითხვის ავტორები შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
2025 წლის I კვარტალში, დაფინანსების მოძიება სცადა გამოკითხულ კომპანიათა 45%-მა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. საწარმოს ზომის მიხედვით, ბიზნესისთვის დაფინანსების მოძიება უფრო მეტად საშუალო (55%) და მსხვილმა (46%) საწარმოებმა სცადეს, შედარებით ნაკლებად კი მცირე (32%) საწარმოებმა.
ფინანსებზე წვდომის პრობლემა უფრო ხშირად მსხვილი ზომის საწარმოებში დაფიქსირდა (35% იმ საწარმოთაგან, რომლებმაც სცადეს დაფინანსების მოძიება), ხოლო შედარებით ნაკლებად მცირე (33%) და საშუალო (27%) ზომის საწარმოებში.
2025 წლის I კვარტალში, განსხვავებით წინა პერიოდებისაგან, კომპანიათა უმეტესობის (72%) განცხადებით, ისინი ფინანსდებიან ადგილობრივი წყაროებიდან. ამასთან იმ კომპანიათა პროცენტული წილი, რომლებიც მხოლოდ უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან, 2025 წლის I კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 5% შეადგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.