ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება“ - მერაბ ჟორდანია ლანჩხუთის „გურიის“ გეგმებზე

„ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება“ - მერაბ ჟორდანია ლანჩხუთის „გურიის“ გეგმებზე

ვეტერანმა ფეხბურთელმა და ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ, გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას, ლანჩხუთის "გურიას" შესახებ ისაუბრა.
ჟორდანიას თქმით, "გურიას" პრეზიდენტი მისი ვაჟი კახი ჟორდანია იქნება, თუმცა თავად მერაბიც კლუბის მართვაში აქტიურად იქნება ჩართული.
"გურიას" წინაშე არსებული ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსებული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ ორ წელიწადში ლანჩხუთის კლუბი უმაღლეს ლიგაში აღზევდეს. ასევე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ჩვენს ქალაქში სტადიონის გაკეთების თაობაზე, რომლის ტრიბუნებიც 5 000 ადამიანზე იქნება გათვლილი, თუმცა ჩემი ვარაუდით და იმ უდიდესი სიყვარულიდან გამომდინარე, რაც ლანჩხუთელებს ფეხბურთის მიმართ აქვთ, ტევადობის გაზრდა აუცილებლად დაგვჭირდება.
გუნდს ჩემი შვილი, კახი ჟორდანია უხელმძღვანელებს, რომელმაც პირობა მომცა, რომ ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, "გურიას" არასოდეს მიატოვებს და ამ კლუბის ფინანსურ უზრუნველყოფაზე უარს არასდროს იტყვის. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ დირექტორთა საბჭოს წევრები ვიქნებით მე, მამუკა აბუსერიძე, ავთო ქანთარია, ბადრი დანელია, გოჩა ტყებუჩავა, დავით ცომაია, ოთარ კორღალიძე, გია გურული, ბესო ფრიდონიშვილი და მერაბ თევზაძე - ანუ ის ფეხბურთელები, რომელთა დახმარებითაც კლუბმა 1989 წელს უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა", - განაცხადა ჟორდანიამ.
შეგახსენებთ, "გურიამ" წლევანდელი სეზონი მეოთხე ლიგაში გაატარა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა და ლიგა 3-ის საგზური მოიპოვა.
sportall.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.