ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური - საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი" ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური - საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი" ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი" ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას.
მათი თქმით, აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებული იყო ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.