არქივი12 დეკემბერი, 2025, 19:23
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-ნოემბერში დღგ-ის გადამხდელებს ორ მილიარდ ლარზე მეტი დაუბრუნდათ

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 11 თვის მონაცემებით, დღგ-ის გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად 2.4 მლრდ ლარი დაუბრუნდათ.
ცნობისთვის, დღგ-ის გადამხდელებისათვის დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების სისტემა 2020 წლიდან მოქმედებს.
დაბრუნების სისტემა გულისხმობს კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ანგარიშზე.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.