ფინანსთა მინისტრი – მმართველობის ინდიკატორებით საქართველო მოწინავე პოზიციებზეა

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მმართველობის ინდიკატორებით საქართველო მოწინავე პოზიციებზეა.
ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ წლის ბოლოს საქართველო დამსახურებულად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
„მმართველობის ხარისხით, საქართველო აშკარად გამოირჩევა არამხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის და მეტიც, რიგ ინდიკატორებში ვუსწრებთ ევროკავშირის 10-ზე მეტ წევრ ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ 8-ვე ქვეყანას. მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, რეგულირების ხარისხით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. კორუფციის კონტროლის ინდიკატორში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 10 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას, მთავრობის ეფექტურობის ინდიკატორში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 8 ქვეყანას და 8-ვე კანდიდატ ქვეყანას. მმართველობის მაღალი ხარისხი დადებითადაა შეფასებული სარეიტინგო სააგენტოების მიერ და ყველა ანგარიშში ეს აღნიშნულია, როგორც ჩვენი ეკონომიკის ძლიერი მხარე“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, გამოწვევაა პოლიტიკური სტაბილურობის ინდიკატორი, რომლის მთავარი მიზეზიც მისი თქმით, გეოპოლიტიკური რისკები და ოკუპირებული ტერიტორიებია.
„თუმცა, მმართველობის ხარისხის დონით, ჩვენ საკმაოდ კარგი სასტარტო პირობით ვიწყებთ, რაც ერთი მხრივ ართულებს შემდგომში მკვეთრი პროგრესის ჩვენებას, თუმცა ევროკავშირის საშუალო სტანდარტებთან დაახლოებისათვის – ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ