ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წყლისა და ურბანული განვითარების სექტორის დირექტორს, ნორიო საიტოს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლაჰმი.
„მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ურბანული და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა, ასევე ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სტუმარს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ აზიის განვითარების ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი