ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფინალის ტოლფასი მატჩი - ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ფინალის ტოლფასი მატჩი - ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

დღეს, ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლოსწინა ტურში საქართველოს ნაკრები დანიას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ზედიზედ მეშვიდედ გავა ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო დამარცხება ფაქტიურად მის მიღმა დარჩენას ნიშნავს.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა შემადგენლობა დაასახელა: რატი ანდრონიკაშვილი, ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა მაზიაშვილი, კამარ ბოლდუინი, კახა ჯინჭარაძე, გიორგი შერმადინი, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია, მათე ხატიაშვილი და გიორგი ოჩხიკიძე.
მატჩი თბილისი არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.